რუსეთმა სევეროდონეცკში BMP-T Terminator-ები განალაგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის BMP-T Terminator სატანკო დამხმარე მანქანები, სავარაუდოდ, განლაგებულია დონბასში, სევეროდონეცკის ღერძზე.

მათი ცნობით, აღნიშნული მანქანების განლაგება მიუთითებს, რომ თავდასხმაში ჩართულია რუსეთის ძალების ცენტრალური დაჯგუფება (CGF), რადგან ის ერთადერთი ფორმირებაა, რომელიც BMP-T Terminator-ებს იყენებს.

“CGF-მა ადრე განიცადა მძიმე დანაკარგები, როდესაც ვერ შეძლო აღმოსავლეთ კიევის გარღვევა შეჭრის პირველ ფაზაში.

რუსეთმა Terminator მას შემდეგ შექმნა, რაც გააცნობიერა ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების დროს გამოყენებული ძირითადი საბრძოლო ტანკების სპეციალური დაცვის აუცილებლობა.

სევეროდონეცკის ტერიტორია რჩება რუსეთის ერთ-ერთ დაუყოვნებლივ ტაქტიკურ პრიორიტეტად. თუმცა, მაქსიმუმ ათი ტერმინატორის განლაგებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ექნებათ მნიშვნელოვანი გავლენა კამპანიაზე”,– აცხადებს დაზვერვა.