რუსეთმა შეიძლება ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს ირანიდან უახლოეს თვეებში – დაზვერვა

რუსეთის ფედერაციამ უახლოეს თვეებში შესაძლოა ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს ირანიდან, იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

კერძოდ, ნათქვამია, რომ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოკავშირე გახდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში, რადგან რუსეთი ცდილობს შეიძინოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვა თვლის, რომ სანაცვლოდ, რუსეთი, სავარაუდოდ, შესთავაზებს ირანს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე.

რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ისკანდერის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი (ნატოს კლასიფიკაცია SS-26), რომლებიც 500 კმ-მდე 500 კგ მასის ქობინებს ატარებენ.

ბრიტანული დაზვერვა ასევე ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი დიდი რაოდენობით ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს მიიღებს, ის გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.