რუსეთმა 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა, ბერლინის „არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე” საპასუხოდ, 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს.

“გერმანიის ელჩს გეზა ანდრეას ფონ გეირის გადაეცა ნოტა რუსეთში გერმანიის დიპლომატიური ინსტიტუტების 40 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, როგორც სიმეტრიული პასუხი გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე“, – ნათქვამია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატი 4 აპრილს გააძევა.