“რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურად იქმნება, ვინაიდან ეს ხდება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, ნატო გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ფაქტობრივად, ერთი ქვეყნის მიერ – ეს კეთდება საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად. ეს ყველაფერი ამძაფრებს ისედაც რთულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს.

რაც შეეხება გაფართოებას ფინეთით და შვედეთით: მინდა გაცნობოთ, ძვირფასო კოლეგებო, რომ რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ამ სახელმწიფოებთან. ჩვენთვის უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოებით არ არსებობს. მაგრამ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ჩვენს პასუხს. როგორი იქნება ეს, განპირობებული იქნება იმ საფრთხეებით, რომლებიც შეგვექმნება. ფაქტობრივად, პრობლემები იქმნება ნულიდან. ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ”

თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.