რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო ძალა და რესურსები უკრაინაში ახალი შეტევების მხარდასაჭერად–ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, ISW–ს ანალიზით რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო ძალა და რესურსები უკრაინაში ახალი შეტევების მხარდასაჭერად.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევა 4-5 მიმართულებით, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას. რუსულ ძალებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გამოუყენებელი საბრძოლო რეზერვები და მათი პერსონალი და რესურსები კვლავ ამოწურულია.

ISW–ს ასევე მოჰყავს უკრაინის დაზვერვის-ის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული შეტევა იმდენად არაეფექტურია, რომ თითქმის შეუმჩნეველია.