რუსეთს ზუსტი, მართვადი საბრძოლო მასალის მარაგი ეწურება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთს ეწურება ზუსტი, მართვადი საბრძოლო მასალის მარაგი.

“უკრაინაში შეჭრის დაწყებისას, რუსეთმა საჯაროდ განაცხადა თავის შესაძლებლობაზე, განეხორციელებინა წერტილოვანი დარტყმები და შეეზღუდა ზიანი. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქები დაცული იქნება დაბომბვისგან. თუმცა, იმის გამო, რომ კონფლიქტი რუსეთის ომამდელ მოლოდინს მიღმა გრძელდება, რუსეთს ზუსტი, მართვადი საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, ეწურება”,– იტყობინება დაზვერვა.

უწყების ცნობით, რუსეთს ამან აიძულა, ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალის გამოყენება დაეწყო, რომლებიც ნაკლებად საიმედო და ნაკლებად ზუსტია. დაზვერვის განმარტებით, რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს იმ ზუსტი იარაღის შეცვლად, რომელიც უკვე დახარჯა.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა მისი ნაკლოვანებები, განახორციელოს ზუსტი, მასშტაბური დარტყმები. უკრაინის ქალაქები ექვემდებარება ინტენსიურ და განურჩეველ დაბომბვას. მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებს”,– ვკითხულობთ დაზვერვის ინფორმაციაში.