“ეს [რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უკრაინაში] ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს… დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.

საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. ანუ, საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა”,

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს.