რუსეთში ევროკავშირის ელჩმა თანამდებობა დატოვა

რუსეთში, ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზებზე, ედერერს არ უსაუბრია. ამის შესახებ მან ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც პარასკევს, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა. ედერერმა წასვლის მიზეზები არ დააკონკრეტა. “ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე” – თქვა მან.

მარკუს ედერერი თითქმის ხუთი წელი მუშაობდა ევროკავშირის ელჩად რუსეთში.