რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

“დაშავებულები არ არიან. ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე ყველა სპეცსამსახური მუშაობს”, – დაწერა  სტაროვოიტი ტელეგრამის არხზე.

კურსკის აეროდრომზე ხანძრის კადრები მედიაშიც გავრცელდა.

კურსკის რეგიონი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

ორშაბათს დილით  რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომს ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრში. რიაზანის მახლობლად დიაგილევოს აეროდრომზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი და დაიჭრა ოთხი, ხოლო ენგელსის აეროდრომზე აფეთქებამ “დააზიანა ორი ბომბდამშენი თვითმფრინავი”.