რუსეთში, როსტოვის ოლქში რუსული მოიერიშე Су-25 ჩამოვარდა

21 ივნისს როსტოვის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, კატასტროფა განიცადა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა Су-25–მა. მფრინავი დაიღუპა.

“წინასწარი ინფორმაციით მომხდარის მიზეზი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობა იყო. ადგილზე მუშაობს რუსეთის საჰაერო ადმინისტრაციის კომისია“– აცხადებს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

17 ივნისს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ასევე ჩამოვარდა იმავე მოდელის თვითმფრინავი. მაშინ მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც მიზეზი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

ბრონირებული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 ბრძოლის ველზე სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად არის განკუთვნილი, მიზნის პირდაპირი ხედვის პირობებში, მას შეუძლია  სახმელეთო  ობიექტების განადგურება მიცემული კოორდინატებით და ნაკლებსიჩქარიანი საჰაერო მიზნების განადგურება.