რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ИЛ-76 ჩამოვარდა

რუსეთში, ივანოვოს ოლქში ჩრდილოეთის სამხედრო აეროდრომთან სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი, ილ– 76 ჩამოვარდა. ჩრდილოეთ აეროდრომის თავზე, აფრენისთანავე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, მკვეთრად დაიწყო დაშვება და მიწაზე დაენარცხა. დაცემის ადგილიდა კი შავი კვამლის სვეტი აღიმართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა.

უწყება ამბობს, რომ ჩამოვარდნის მიზეზი “აფრენისას ერთ-ერთ ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა”.