რუსეთში საპრეზიდენტო 3 დღიანი არჩევნები დაიწყო – პირველივე დღეს ბელგოროდი დაიბომბა, საარჩევნო უბნები დაიკეტა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს.

ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

არჩევნების პირველივე დღესვე უკრაინელებმა ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია.

ელგოროდის ოლქის მეთაურმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ანექსირებულ ყირიმში და დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ. გარდა ამისა, რადამ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, ანექსირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები დაგმონ. საარჩევნი უბნებიან გახსნილი ოკუპირებული ცხინინვალსა და აფხაზეთში.