რუსეთში ტელეკომპანია “დოჟდი” დროებით მუშაობას აჩერებს

რუსული სატელევიზიო არხი, Dozhd-ი დროებით მუშაობას აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სიდნეევამ მას შემდეგ მიიღო რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში არხის  ვებგვერდი დაიბლოკა.

ნატალია სინდეევამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 1-ელ მარტს, რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდი გათიშეს.

„ჩვენ გვჭირდება ძალა, რომ გავიგოთ, როგორ შეგვიძლია აქედან მუშაობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით მაუწყებლობას და გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა სინდეევამ არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი თქმით, 3 მარტის შუადღის საინფორმაციო გამოშვება “სეზონის ბოლო იყო”.