რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა.  იგორ და ნიკალაი გურცაევები სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და გაუჩინარდნენ. რუსული მედიის ინფორმაცით, ახლობლები და სამართალდამცველები ძმებს ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ.

ნათესავების ინფორმაციით, ძმების ცხედრები ბაიკერებმა ტყეში იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.

“ჩვენ ვიძიებთ მოზარდების გარდაცვალების გარემოებებს”.- განუცხადეს რუსულ მედიას რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებაში.