რუსეთ ოკუპირებულ აფხაზეთში ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფებს გზავნის

სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით რუსეთი  შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის  ქვედანაყოფებს ანექსირებული ყირიმიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გზავნის.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმიდან, ოკუპირებული აფხაზეთისკენ, 13 სპეც-ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება, მათ შორის აეროზოლით დეზინფექციის კომპლექსები და ავტოჩამომსხმელი სადგურები АРС-14М

პრესსამსახურის ინფორმაციით ადგილზე ჩასვლის და დაბანაკების შემდეგ ქვედანაყოფები აფხაზე ექიმებთან ერთად შეაფასებენ სიტუაციას და დეზინფექციის პროცესს დაიწყებენ. შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლის განცხადებით გამგზავრებამდე პირად შემადგენლობას კვლევა ჩაუტარეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.