რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიემგზავრება.
სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად”, – განაცხადა რუსულ არხთან ინტერვიუში რობერტს სტურუამ.
რუსთაველის თეატრში ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.