რუსთავის ერთ-ერთ არხში მამაკაცს ეძებენ

ფოტო : TV4

TV4-ის ინფორმაციით, რუსთავის ერთ-ერთ არხში,  მამაკაცს ეძებენ.ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. როგორც TV4-ის ჟურნალსტი ადგილიდან იუწყება ამ წუთებში, შესაბამისი სამსახურები ტერიტორიას ათვალიერებენ.