რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ციხესთან იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები” და მათი მხარდამჭერები, ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ რომ აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით ციხესთან იქნება ყოველ დღე.

“მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე თავისუფალი ადამიანი. ამ ადამიანმა თავისი თავდადებით, თავისი თავგანწირვით მოგვცა მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკანშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკანი მალე დაიმსხვრევა, მიხეილ სააკაშვილი მალე გამოვა გარეთ და ისევ ჩაუდგება სათავეში ბრძოლას, რომელსაც ჩვენ მისი თაოსნობით აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ამ რეჟიმსაც გავისტუმრებთ და ისევ დავიწყებთ იმ ქვეყნის მშენებლობას, რომელსაც ქვია განვითარებული და წარმატებული ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი და ის, თუ როგორ წარიმათება პოლიტიკური პროცესები საქართველოში. როგორც მიხეილ სააკაშვილი იბრძვის, ისე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში”. – ამბობს უდუმაშვილი.