რუსთავი 2-ის იმ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის თქმით, ტელევიზიაში თანამშრომლების უმრავლესობას ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია.

“ყველა ტესტი უარყოფითია! ორშაბათს გვიწევს მეორე ტესტირება ( უფრო ახლო და პირად კონტაქტში მყოფებს ) “- წერს ნინო შუბლაძე. 

გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.  მალევე დადგინდა ყველა კონტაქტი და 400-მდე ტესტირება ჩატარდა.