რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია..

“ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიევში დამადეპორტონ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს. ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი მქონდა შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, თუ რის გამო არ მიშვებენ, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის ჟესტები. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმით, მაგრამ… ესეც თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი, ესეც თქვენი რბილი ძალა”, – ამბობს გუდკოვი.