რუსი ოფიციალური პირები კონფერენციაზე არ მოგვიწვევია – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი

მომავალ წელს დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ იქნებიან. შესაბამის ინფორმაციას,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი და გაერო-ში გერმანიის ყოფილი ელჩი, კრისტოფ ჰოისგენი ავრცელებს.

როგორც ჰოისგენი აღნიშნავს, ისინი არ მისცემენ ტრიბუნას რუსულ პროპაგანდას.

„რუსი ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულები არ არიან. არ მივცემთ ტრიბუნას თავიანთი პროპაგანდისთვის“, – წერს კრისტოფ ჰოისგენი „ტვიტერზე“.

მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია 2023 წლის 17-19 თებერვალს გაიმართება.