რუსკა მაყაშვილი: ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები, ისინიც მოძალადეები არიან

მსახიობი რუსკა მაყაშვილი საკუთარ დას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მას ოჯახურ ძალადობაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა.

“ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია რომ შეძლო ამაზე საუბარი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული, ოდესმე, როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!

ნინუცა, ყველა შენთან ერთად ვართ შენ გვერდით, ყოჩაღ! P.S ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან!”,– წერს რუსკა მაყაშვილი Facebook–ზე.

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური სისტემურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ორსულად იყო. ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.