რუსმა სოციოლოგმა პუტინის მთავარი პარანოიდული იდეები დაასახელა

რუსი სოციოლოგი იგორ ეიდმანი ვლადიმერ პუტინის მთავარ პარანოიდულ იდეებს ასახელებს. მისი თქმით, რუსეთის კოლექტიური პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მსოფლმხედველობა ემყარება სამ მთავარ პარანოიდულ იდეას, რომელთაგან პირველი ის არის, რომ მსოფლიოში ჯუნგლების კანონი სუფევს, ძლიერი ყოველთვის მართალია, სუსტები უნდა დაიჩაგრონ და ყველა საუბარი დემოკრატიაზე, საერთაშორისო სამართალზე და ადამიანის უფლებებზე ბლეფია, რომელიც საჭიროა მხოლოდ მტრის დასუსტებისა და „შეჭმისთვის“.

”მეორე პარანოიდული იდეა არის დევნის ილუზიები, ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის ქვეყნები და, პირველ რიგში, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის მარადიული მტერია”. აცხადებს სოციოლოგი იგორ ეიდმანი.

მეორე პარანოიდული იდეა:

“მათ სურთ ჩამოგვართვან ძალაუფლება, რათა თავად მართონ ჩვენი ტომი, გაძარცონ ის ჩვენს ნაცვლად. ასევე უნდათ ჩვენი შვილები ჰომოსექსუალებად აქციონ, რათა ტომი არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც გატეხონ. უკრაინა ჩვენი ნაწილია. ტომი, რომელიც მტრის მხარეს გადავიდა და ახლა გვემუქრება“, – აცხადებს სოციოლოგი.

მისი თქმით, მესამე პარანოიდული იდეა არის დიდებულების ბოდვა:

”დასავლეთმა გაანადგურა საბჭოთა კავშირი, ისარგებლა საბჭოთა ლიდერების სისუსტით. ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ აღვადგენთ დიდ ძალას, ჩვენ ვიბატონებთ იქ, სადაც რუსი მეფეები და გენერალური მდივნები მეფობდნენ. ეს ჩვენი ჯუნგლებია და მხოლოდ ჩვენ გვაქვს უფლება აქ ვიბატონოთ“, – განმარტა ექსპერტმა, რა არის მესამე გიჟური იდეის არსი.

ეიდმანმა დასძინა, რომ პუტინის კოლექტივს ასევე სჯერა, რომ დასავლეთში არიან გარყვნილები და სუსტები, დასავლური სახელმწიფოები დაცემის პირას არიან და დადგა დრო რუსეთის ფედერაციისთვის – ”მისი ხელისუფლება გახდება ყველაზე მაგარი და გავლენიანი მსოფლიოში”.

სოციოლოგის თქმით, შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება ასეთი „იდეოლოგიის“ მატარებლებთან. ექსპერტმა დასძინა, რომ ”მხოლოდ აბებითა და შპრიცებით შეიარაღებულ პირებს შეუძლიათ მათი დამშვიდება”.