რუსული ავიაცია რეალური ომისთვის მზად არ არის– ბრიტანული დაზვერვა

გასულ შაბათ–კვირას რუსეთის ძირითადი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები კვლავ დონბასის ცენტრალურ რაიონებში მიმდინარეობდა. ახალ ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსული ავიაციის მოქმედებებს აფასებს.

მთლიანობაში, დღეისათვის რუსეთის ავიაციამ იმაზე ბევრად უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მისგან მოელოდნენ. არათანმიმდევრულობა და არასტაბილურობა ავიაციის ქმედებებში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსული სამხედრო კამპანიის წარუმატებლობაში.

რუსეთი ჰაერში სრულ უპირატესობას ვერ აღწევს და რისკებზე მიდის, ამასთან, იშვიათად აღწევს უკრაინული არმიის  ზურგში ღრმად. რუსული სამხედრო ავიაციის რიგი პრობლემებისა იმ სირთულეების შედეგია, რომლებსაც მისი სახმელეთო ჯარი აწყდება.

ბევრი წლის განმავლობაში რუსეთში სამხედრო მომზადების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს მკაცრი სცენარით მიმდინარეობდა, რომლის მიზანი მაღალჩინოსნებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო და არა მფრინავი ეკიპაჟების საბრძოლო უნარების განვითარება. ეკიპაჟები არ არიან მიჩვეული დამოუკიდებელ ქმედებებს დინამიურ პირობებში.

იმ დროს, როცა რუსეთს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების შთამბეჭდავი სია აქვს, სამხედრო–საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი დიდ კითხვებს იწვევს და არ შეესაბამება საჰაერო ოპერაციების ჩატარების დასავლურ სტანდარტებს.

ამან გამოიწვია ის, რომ სახმელეთო ძალებზე იმაზე ბევრად მეტი დატვირთვა მოხდა, ვიდრე თადპირველად იყო გათვლილი. ამიტომ ისინი გამოფიტულები არიან, და სავარაუდოდ იწურება ფრთოსანი რაკეტების მარაგიც – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.