“ჩვენ მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან, ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით ექსპერტებთან ერთად სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, იმისთვის, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. […] ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას რომელსაც ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც რუსეთთან ფრენები გააჩნია, ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები, არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ამ ქვეყნის ბაზარზე და საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია”,

აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.