რუსული საკრუიზო გემის “პეტრე დიდის” მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს – Vestnik Kavkaza

ახალი რუსული საკრუიზო გემის “პეტრე დიდის” საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას ამის შესხაებ, რუსული გამოცემა вестник кавказа ავრცელებს. 

გემი შავ ზღვაში ნოვოროსიისკის, სოჭის, ბათუმისა და სტამბულის პორტებში გაჩერდება. ახალი ტურისტული გემი “პეტრე დიდი” 2023 წლის ზაფხულიდან მიიღებს სტუმრებს და პირველ კრუიზზე აგვისტოში წავა.  გამოცემა აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება 20-დღიანი გასვლა საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებითაც.

вестник кавказа-ს ინფორმაციით, “პეტრე დიდის” საერთაშორისო მარშრუტი სამ ზღვას დაფარავს.

გემის სტანდარტები 5-ვარსკვლავიან სასტუმროსთან შესაბამისობაშია. მასზე განთავსებულია კაბინები, რესტორანი, საცურაო აუზი, თეატრი.