რუსული ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული ძალების უმეტესი ნაწილი უკრაინის დედაქალაქიდან, კიევიდან 25 კილომეტრში არიან.

“ბრძოლა გრძელდება კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო ჯარების მონაწილეობით, რომელიც ახლა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებიან”, –  ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.