რუსულმა კომპანია “ბილაინმა”, ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია გახარიას პარტიას მისცა – სააკაშვილი

“რუსულმა კომპანია “ბილაინმა”, ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია გახარიას პარტიას მისცა” – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რუსულმა კომპანიამ, ბილაინმა, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.

ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით.

ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან.

ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?..”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.