სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით – მარგველაშვილი

“სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით “- განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც უკრაინაში ენმ-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

„ჩვენ, უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქლაქის სურვილი ავასრულოთ, რომ უკრაინაში წარმოდგენილი იყოს მაღალი დონის წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, კიდევ ერთხელ აჩვენოს მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით, გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა უცვლელია“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.