სააკაშვილისთვის მასზე სისხლის სამართლის გამოძიება სიახლე არ იქნება – პრემიერი

“ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება სიახლე არ იქნება” – პრემიერმინისტრ გიორგი გახარია სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას აანონსებს. გახარიას თქმით, სააკაშვილისთვის მასზე სისხლის სამართლის გამოძიება სიახლე არ იქნება. პრემიერის ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას – მივა თუ არა კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიება სააკაშვილამდე.

“რაც შეეხება სააკაშვილს, ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან, მით უმეტეს, სააკაშვილზე ერთი და ორი სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა”, – განაცხადა გახარიამ.