“ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები და საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო მხარე, ასევე, უსაფრთხოების მხარე, ორივე თანაბრად გასათვალისწინებელია. რაც შეეხება უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”

აცხადებს, მმართველი გუნდის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე.