სააკაშვილის განაჩენები გასაუქმებელია და არა გადასავადებელი – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის განაჩენის აღსრულების გადავადების იდეა ჰუმანურია, თუმცა შესაძლოა მეორე მხარის მიერ განაჩენების ლეგიტიმაციად იყოს აღქმული.

“ამ განაჩენების ანულირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყველა, რადგან ისინი არ არის მიღებული სამართლიანი სასამართლოს მიერ. ადვოკატმა რომ მიმართოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადავადების მოთხოვნით, გამოვა მეორე დღით რომელიღაცა მინისტრი და იტყვის, რომ აი, განაჩენის გადავადებას ითხოვენ, თორემ გაუქმებას არ ითხოვენ და ეს მის აღიარებას ნიშნავსო. შესაბამისად, ამ მექანიზმის გამოყენება ძალიან საფრთხილოა. ამაზე არც კი გვქონია დისკუსია”,– ამბობს ადვოკატის ფორმულას ეთერში.

თუთბერიძე აღნიშნავს, რომ რეალური მართლმსაჯულების ინტერესი არის ამ განაჩენების ანულირება და არა გადავადება.

განაჩენის აღსრულების გადავადების იდეა გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წამოჭრა.