“სააკაშვილი აცხადებდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი არავითარ პროვოკაციას არ მიმართავდნენ სასამართლო პროცესისას, დღეს ჩვენ ვნახეთ მაღალი ალბათობით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის მიერ არის დაგეგმილიო, ანუ მისივე განცხადებით გამოდის, რომ ის მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით ჩამოიყვანა ვლადიმერ პუტინმა”

თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილზე.