“გლდანში გადაყვანას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რადგან ეს არის ის ადგილი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, დაიწყოს მისი პრობლემები, პოსტტრესული აშლილობის საბაბი გახდა იქ გატარებული დღეები და მოპყრობა, რაც ჩვენ შევაფასეთ ღირსებისშემლახავად და არაადამიანურად. ამიტომ ამას ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ, ეს არ უნდა მოხდეს”

ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია TV პირველის ეთერში. ომბუდსმენის კონსილიუმმა დღეს კიდევ ერთი დასკვნა გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ. ექიმებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ამ ეტაპზე სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა.