სააკაშვილის ერთი საავადმყოფოებში ტარებას აზრი არ აქვს, გამოსავალია მისი გათავისუფლება და ენმ-ის დაშლა – ხვიჩია

‘სააკაშვილის ერთი საავადმყოფოებში ტარებას აზრი არ აქვს, გამოსავალია მისი გათავისუფლება და ენმ-ის დაშლა” – ამის შესახებ, „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • “ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს – გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას” არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით” 

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდება საქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა, საზღვარგარეთ გადაყვანა მის გათავისუფლებას მოიაზრებს, რაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

  • „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც” უნდა მივიდეს იმ გამოსავლამდე, რომელსაც კარგა ხანია ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის” დაშლა. სააკაშვილი გაათავისუფლება ყველაფრის გარეშე ძალიან გაუგებარი და აუხსნელია “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ისევე, როგორც ჩვენთვის იქნება აუხსნელი, რატომ აკეთებს ამას თუ მტრობას არ ამთავრებს,”