სააკაშვილის მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული შეიძლება რამდენიმე საათში – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ექსრეზიდენტის მდგომარეობა რამდენიმე საათში კრიტიკული გახდება.

“პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველსაათში. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, შეიძლება მეტ სააში – დღე არ იქნება.  დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას”,- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე ციხის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს.