პარასკევი, 3 მაისი , 2024, 09:59

სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში პატრიარქის მდივანი მივიდა

პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ის სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

მისივე თქმით, ციხეში შესვლასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევა აქვს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა.