სააკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად სხვა პატიმრებიც შიმშილობენ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველო მესამე პრეზიდენტის სოლიარობის ნიშნად სხვა პატიმრებიც შიმშილობენ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინიც, როგორც სააკაშვილი, მხოლოდ სითხეებს იღებენ.

“მე-12 დაწესებულებაში შიმშილობენ ასევე სხვა პატიმრები სააკაშვილის მხარდამჭერის ნიშნად. ისინი შიმშილობენ ნამდვილად ძალიან მკაცრი ფორმებით. იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გავრცელდა მსგავსი ბრალდებები, რომ თაფლს, წვენებს იღებს და ა.შ. ეს პატიმრები საერთოდ უარს ამბობენ წყლის, სითხის გარდა რამის მიღებაზე. მათი მდგომარეობა არის ნამდვილად ძალიან მძიმე. ძალიან მაწუხებს ეს”,– ამბობს ლომჯარია TV პირველის ეთერში.

არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს შიმშილობით სოლიდარობას უცხადებენ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა.