სააკაშვილის პროცესის პარალელურად ენმ სასამართლოსთან აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 29 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს. ამავე დროსაა ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე.

ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს თავის პროცესზე. ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მის მზადყოფნასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

ექსპრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მისი პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბონ.