სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

,,მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული”, — აცხადებს სამინისტრო.

უწყების ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს