სააკაშვილის უფლებები ირღვევა, მივმართავ ევროპარლამენტს, ზელენსკის – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსთავის ციხეში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ციხესთან მორიგე რეანომობილი ვერ შეძლებს სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენას.

“მიხეილ სააკშვილის თქმით მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ჯანმრთელობის გაუარესების 4 კრიზისული ეპიზოდი ჰქონდა, მათ შორის 2 ჰიპეტრონიული და 2 სისხლთან დაკავშირებული. ეზოში რეანიმობილი მორიგებოს, თუმცა მათ მხოლოდ სისხლის გადასხმა და გულის მასაჟების გაკეთება შეუძლიათ. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენას ვერ შეძლებენ. მოგეხსენებათ შიმშილობის 27-ე დღეა გასული და ეს საყურადღებო ამბავია”,– ამბობს ის.

დენისოვა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში არ გადავა, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის ეს სახიფათოა.

“ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო და დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მიხეილისთვის ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად. კრიზისი ახლა უკვე შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად. დღეს საქართველოში უკრაინელი ექიმიც ჩამოვიდა რომელიც ბატონ მიხეილ ხვალ შეხვდება და მის მოსაზრებასაც მოვისმენთ”,– აღნიშნა უკრაინელმა ომბუდსმენმა.

მისივე შეფასებით, “სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა”.

“უშუალოდ სამედიცინო მომსახურების, საპროცესო უფლებების, რწმენის თავისუფლების კუთხით, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, რომლებიც უნდათ და არა ისინი, ვისთანაც თვითონ მიხეილ სურს შეხვედრა. უკრაინაში ჩასვლისთანავე, ამას ყველაფერს მივიტანთ ევროპელ ელჩებთან, ევროპარლამენტს ანგარიშს გავუგზავნი. შემხვდები პრეზიდენტ ზელენსკის”,– თქვა ლუდმილა დენისოვამ.