სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა უსაფრთხო და გონივრულია – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ N18 ციხის საავადმყოფო კარგად აღჭურვილია, შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარს საჭირო დახმარება არ მიეწოდოს.

“გვაქვს ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება იმისა, რომ ეს შესაძლებელია. ანუ, მკურნალობა პატიმრის, რომელიც ნებაყოფლობით შიმშილობს. რაც მთავარია, ეს პენტენციური დაწესებულებაა, რომელიც არის უსაფრთხო. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხის შემცველია ციხის სამკურნალო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში ეს არის პირიქით – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე უსაფრთხო და გონივრული ნაბიჯი სახელმწიფის მხრიდან, სანამ არის პოლიტიკური ტუბულენტობა, პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ მე-18 დაწესებულებაში [გადაყვანაა], სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის პრიორიტეტიდან გამომდინარე“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი ირწმუნება, რომ სააკაშვილს რომელი ექიმი და სამედიცინო მომსახურებაც არ უნდა დასჭირდეს, ციხის საავადმყოფოში არის.