მიხეილ სააკაშვილის ადვოკტის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის.
“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ის არის სამშობლოში ჩამოსული და აპირებს ბრძოლას. სავარაუდოდ კი არა, ალბათ [უარს იტყვის]. მისი პოზიცია არის ის, რომ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას თავის სამშობლოში”, – თქვა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას.
“ის არის საკმაოდ მხნედ, აგრძელებს შიმშილობას და აგრძელებს ბრძოლას ამ ფორმით. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებზე. მისი პოზიცია არის, რომ ბრძოლა გრძელდება. ის რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ცხადზე ცხადია. “, – ამბობს ჩივიაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.
თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”.