ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ამბობს, რომ მანამდე საქართველოში ჩამოვა.
“მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში. ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი.
მე მინდა ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. და რა თმა უნდა, მე ვდგავარ ქართველ ხალთან ერთად”,– თქვა სააკაშვილმა.
მან მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.