სააკაშვილი ასხივებს სინათლეს, ივანიშვილი – სიბნელეს – თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპული საქართველო ივანიშვილის პოლიტიკურ ამოცანას იზიარებს და არ უნდა სააკაშვილის პოლიტიკურ სპექტრში შემოშვება.

ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ საქართველოს მე–3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სინათლეს ასხივებს, ხოლო ივანიშვილი – სიბნელეს.

“ვისურვებდი, ევროპული საქართველოს ტრიადა არ კავდებოდეს “დაგმე მიშას” კამპანიით და ამით არ ცდილობდეს საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვას, იმიტომ, რომ ამით ისინი ასხივებენ იმას, რომ იზიარებენ ბიძინა ივანიშვილის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას, რადგან მისი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არშემოშვება პოლიტიკურ სპექტრში, იმიტომ, რომ მიშა არის მათი მთავარი ანტიპოდი, რადგან ის ასხივებს სინათლეს, ბიძინა ივანიშვილი ასხივებს სიბნელეს. სააკაშვილი არის ასოცირებული ქვეყნის წინსვლასთან და პროგრესთან, ივანიშვილი – რეგრესთან და სიღარიბესთან”,– აცხადებს თინა ბოკუჩავა ტვ ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, პარტია ევროპულმა საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ არ შევა კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას.