„სააკაშვილი აღარავის სჭირდება, ის უკვე არის პოლიტიკური ნონსენსი და პრაქტიკულად, დიდ პოლიტიკაში არის დანამატივით. მისი მოცილების გეგმაც კი იყო ის, რომ გამოუშვეს საქართველოში. ალბათ, ამ დაგეგმარებაში იყო ჭკვიანური გათვლაც, რადგან იცოდნენ, რომ მას საქართველოში ჩასვამდნენ ციხეში. მას ამის ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა სამართლებრივი და ის ასე იოლად თავს ვერ დაიხსნიდა. თუ დავუკვირდებით სააკაშვილის განცხადებები ხშირად არის მინიშნებითი, თითქოს საყვედურს აჟღერებს. რაც შეეხება საკითხს, მოსალოდნელია თუ არა, რევოლუცია, ეს უკვე ჩანს საზოგადოების აქტიურობით ქუჩაში. რატომ არ არის ეს აქტიურობა? იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის კარგად ამოცნობადია მიხეილ სააკაშვილის გეგმა, ის გატესტილია საქართველოში, ის გაიტესტა უკრაინაში. ის არის პოლიტიკური ნონსენსი და დანამატი დიდ პოლიტიკაში, ამიტომ ის უკვე პრაქტიკულად აღარავის უნდა”

ამბობს ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე TV იმედის ეთერში.