სააკაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს, რის გამოც მკურნალობას წყვეტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს რის გამოც პროტესტის ნიშნად, ყველანაირ სამედიცინო სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს.  ამის შესახებ, სააკაშვილი წერილს ავრცელებს, რომელიც  მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მისი მონახულების შემდეგ წაიკითხა.

“სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებიდან დაახლოებით ექვს საათში ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მეთვრამეტე დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება. რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზიის ჩამორთმევას. ამის შემდეგ დედაჩემს რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით ოთხი საათი აცდევინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან ქუჩაში. ასევე არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნებზე და მათ არ აიღებს ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ.

ამიტომ მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებენ დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.”- ნათქვამია წერილში.