სააკაშვილი გადავიყვანოთ მისთვის სანდო კლინიკაში, ოღონდ საზღვარგარეთ – იაგო ხვიჩია

“სააკაშვილი გადავიყვანოთ მისთვის სანდო კლინიკაში, ოღონდ საზღვარგარეთ”- გირჩის წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ქართულ ოცნებას მიმართავს და ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მისთვის სანდო კლინიკაში გადაიყვანისკენ მოუწოდებს.

“მე მოგიწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადავიყვნოთ იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის იქნება სანდო, ოღონდ საზღვარგარეთ, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ტემპერატურა დავწიოთ დაბლა და მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ”, – თქვა ხვიჩიამ.