სააკაშვილი თავის შექმნილ Super Mario–ში ივანიშვილს “ამარცხებს” (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კომპიუტერულ თამაშ Super Mario–ში ის ივანიშვილს “ამარცხებს”.

ბიძინა ივანიშვილის გამოსახულება მარიოს მსგავსად დადის და ქულებს აგროვებს, ერთ-ერთი ყუთიდან კი ხახვი ვარდება, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია,  ქართული ოცნება მოსახლეობის მოსყიდვას ხახვითა და კარტოფილით ცდილობდა.

ვიდეოს ბოლოს ერთ-ერთი მილიდან მიხეილ სააკაშვილის ფიგურა ამოდის და ივანიშვილს “ამარცხებს”, შემდეგ კი ჩანს წარწერა “31 ოქტომბერი”.