სააკაშვილი კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, დემოკრატიული მომავლის ერთგულია – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია მთავრობა.

“სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი მითხრეს, თუმცა მისი შეტყობინების მიღებამ შვება მომგვარა. მიუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა, ის ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება”. – წერს ფოტიგა Twitter-ზე.

ევროპარლამენტარს 13 ნოემბერს ექსპრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.